საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2017
ძალის დაკარგვა 01.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019711
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2017 მიღება
01.10.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №3 2017 წლის 11 იანვარი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ სა­ქა­რ­თ­ველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო.  მუხლი 2🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის უფლებამონაცვლედ. მუხლი 3🔗 შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2014, 040030000.10.003.018317) და  ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-15 პუნქტი. მუხლი 4🔗 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განა­ხორ­ციელოს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.  მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი