საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №697 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №105 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის №528 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი.
6. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის №79 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.
7. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ნოემბრის №888 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლი „ბასიანის“ ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანსამბლი „ბასიანი“.
8. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“.
9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №391 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის ქალთა კამერული გუნდი.
10. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 იანვრის №14 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.
11. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მწერალთა სახლი.
12. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.
13. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის №92 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
14. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის N№533 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
15. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის №525 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი.
16. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
17. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №63 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.
18. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №932 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე.
19. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №933 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი.
20. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №931 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
21. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ნოემბერის №934 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
22. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს №493 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.
23. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი.
24. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №87 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე მაჩაბლის მუზეუმი.
25. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №49 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.
26. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №84 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.
27. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის №1041 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი.
28. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №47 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
29. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 ნოემბრის №937 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი.
30. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თელავის ისტორიული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თელავის ისტორიული მუზეუმი.
31. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №45 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი.
32. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №71 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი.
33. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის №86 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
34. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №48 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი.
35. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №62 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
36. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის №597 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.
37. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის №51 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი.
38. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს №698 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი.
39. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის №497 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სმირნოვების მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სმირნოვების მუზეუმი.
|
საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა, მათი დებულებების/წესდებების დამტკიცება/ცვლილება და ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დირექტორების/გენერალური დირექტორების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი