„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.019719
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2017 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 040030000.10.003.018345) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ყოველწლიურად მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება უზრუნველყონ თანდართული ფორმით (დანართი №1), არაუგვიიანეს შესაბამისი წლის 1 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით თანდართული ფორმით (დანართი №2).“.

2. მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეთანხმებული ბიუჯეტის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების ფარგლებში, თუ აღნიშნული ცვლილებები ჯამურად არ აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და არ ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ხოლო თუ ცვლილებები აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით  (№2 დანართის შესაბამისად);

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ხოლო თუ იგი იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით (№2 დანართის შესაბამისად).“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, შეთანხმებული ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის ცვლილების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (№2 დანართის შესაბამისად).“.

4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №2. 

მუხლი 2
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დებულებების აღსრულების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2017.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.019719.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №11, 13.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019719 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3548369/