სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022894
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2017
matsne.gov.ge 532 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 23.06.2016 ა(ა)იპ − საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 25.08.2015 სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 15.04.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამშენებლო კერამიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 11.01.2017 შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 19.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №6 2017 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიას“ (ს/კ: №405068974) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მდებარე 21159 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.11.18.023), 192976 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.11.18.025) და 33657 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.11.18.002), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 1239 (ერთი ათას ორას ოცდაცხრამეტი) ლარად. 2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის გადახდა; ბ) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიას“ შორის 2016 წლის 1 დეკემბერს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (APMAGT000010)“ შესაბამისად; გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ამავე პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, ყოველი მე-5 წლის ბოლოს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მე-15 წელს და შემდგომ, ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ. 4. შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიის“ მიერ წარდგენილი  პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                         გიორგი კვირიკაშვილი