„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.019725
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2017 წლის 13 იანვარი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2011, 040030000.10.003.016461) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერ­თი­ანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომ­სახურების საფასური განისაზღვრება:

ა) აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების მონიტორინგის სამუშაოებისათვის;

ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებული სწავლებებისა და კონფერენციებისათვის.

2. ამ წესით დაწესებული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.

 3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ცენტრის წარმომადგენ­ლების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახუ­რების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს მათ სამივლინებო ხარ­ჯებს.

 4. აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების მონიტორინგის სამუშაოების მომსახურების საფასური - H-ის ღირებულება გამოით­ვლება შემდეგი ფორმულით:

 

H=A+B+T,

სადაც:

A არის დაინტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური;

B არის ძირითადი საფასური;

T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემ­დეგი ფორმულით:

T=100+15xN,

სადაც:

100 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლარებში;

ხოლო 15 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებში.

 5. A და B საფასურები განისაზღვრება №1 დანართის შესაბამისად.

6. უცხოელი ტექნიკური შემფასებლის მოწვევის შემთხვევაში მი­სი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, კონ­ტრაქტის საფუძველზე. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც:

ა) ლაბორატორიების (გარდა საკალიბრებელი ლაბორატორიებისა) აკრედიტაციის დროს განი­საზ­ღვრება  „საქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2013 წლის 23 დეკემბრის №351 დადგენილებით მიღებული სასა­ქონლო კოდების პირველი 2 ან პირველი 4  ციფრით, პრო­დუქტის ერთგვაროვნების მიხედვით;

ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განისაზღვრება გაზომვის საშუალებების ჯგუფების კოდიფიკატორის MИ–2314-2006 კოდების პირველი 4 ციფრის მიხედვით;

გ) პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოებში უდრის იმ დოკუმენტების რაოდენობას, რომელთა მი­მართ უნდა შეფასდეს პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) შესაბამისობა სერტიფიკაციის დროს;

დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებში განისაზღვრება პერსონალის შესაფასებელი კვალიფიკაციისა და მის მიმართ მოთხოვ­ნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით;

ე) მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტა­ციის დროს განისაზღვრება IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი) კოდების მიხედვით;

 ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების სხვადასხვა სფეროში გამოითვლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევ­რო­პის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღე­ბული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯა­მებელი რეზოლუციით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2) დადგენი­ლი კატეგორიების შესაბამისად;

ზ) ინსპექტირების ორგანოების (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩამტარებელი ორგანოებისა) შემთხვევაში,  განისაზღვრება შესაფასებელი ობიექტის და მის მიმართ მოთხოვნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით;

თ) საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერის შემთხვევაში, განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების სფეროების რაოდენობით.

7. ლაბორატორიებსა და სერტიფიკაციის ორგანოებში შესაფა­სებელ პროდუქციაზე ნიმუშის აღების პროცედურები ემატება N-ის საერთო რაოდენობას.

 8. თუ სფერო არ მოიძიება ამ წესის მე-6 პუნქტში მითითებულ დოკუმენ­ტებში, მაშინ N უდრის შესაფასებელი ერთგვაროვანი ტიპის ობიექტე­ბის რაოდენობას.

9. საკალიბრებელი ლაბორატორიისა და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის აკრედიტაციისათვის დასაშვებია ერთიანი განაცხადის შეტანა. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი იხდის განაცხადის განხილვის (A) ერთ საფასურს, ხოლო B და T იანგარი­შე­ბა ცალ-ცალკე.

10. ცენტრი ორგანიზებას უწევს შემდეგ სწავლებებს და კონფე­რენციებს:

ა) ფიზიკურ პირთა სწავლება – ცენტრის მიერ აკრედიტაციისა და მონიტორინგის სამუშაოებში მათი მოწვეული ტექნიკური შემფასებლის სტატუსით ჩართვის მიზნით. ასეთი სწავლება გამომდინარეობს ცენ­ტრის ინტერესებიდან და იგი ხორციელდება საფასურის გარეშე;

ბ) სწავლება დაინტერესებული მხარეებისათვის აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელ­თა საფასური დგინდება ამ წესის  №2 დანართით;

გ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება ცენტრის გენერალური დირექტორის შესა­ბამისი ადმინისტრაციული აქტით.“.


📎 დანართები (1)
-2.doc DOC

დანართი №1

|№ |მომსახურება |განაცხადის საფასური A |ძირითადი საფასური B |

| | |(ლარებით) |(ლარებით) |

|1 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, p≤30 |500 |1700 |

|2 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, 30<P≤80 |500 |2100 |

|3 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, 80< P≤130 |500 |2500 |

|4 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, 130< P≤180 |500 |2900 |

|5 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, 180< P≤230 |500 |3300 |

|6 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, 230< P≤280 |500 |3700 |

|7 |ლაბორატორიის აკრედიტაცია, P>280 |500 |4100 |

|8 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი, P≤30 |– |1200 |

|9 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 30<P≤80 |– |1400 |

|10 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი P > 80 |– |1600 |

|11 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 80< P≤130 |– |1800 |

|12 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 130< P≤180 |– |2200 |

|13 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 180< P≤230 |– |2600 |

|14 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი 230< P≤280 |- |3000 |

|15 |აკრედიტებული ლაბორატორიის მონიტორინგი P>280 |– |3400 |

|16 |ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P ≤ 20 |250 |600 |

|17 |ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P>20 |250 |800 |

|18 |სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული |500 |1700 + 100xN |

| |გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების | | |

| |ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია | | |

|19 |აკრედიტებული სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, |- |1200 + 100xN |

| |დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორ- | | |

| |ტო საშუალებების ტესტირების ცენტრის მონიტორინგი | | |

|20 |სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან ინსპექტირების ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული |250 |1200 + 100xN |

| |გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების | | |

| |ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია დამატებით სფეროში | | |

|21 |აკრედიტაციისა და მონიტორინგის დროს დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება | |1200 + 100xN |

|22 |აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა | |90 |

| |ინგლისურ ან რუსულ ენაზე | | |

|23 |წინასწარი შეფასება (ტარდება მხოლოდ განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში) |300 |800. |

შენიშვნა: P = 10 x N+M, სადაც P არის ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს სიდიდის კოეფიციენტი, 10 არის შესწორების კოეფიციენტი, ხოლო M – შესაფასებელი ტესტირების, საკალიბრებელი ან გაზომვის მეთოდების რაოდენობა.

დანართი №2

|№ |სწავლებაში მონაწილეთა |სწავლების ყოველდღიური საფასური ერთი პირისათვის (ლარებით) |

| |რაოდენობა n | |

|1 |5≤n≤30 |100. |