საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2011 ძალადაკარგული 07.08.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№301
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110809016, 09/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301

2011 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწე ული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესა­ხებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრე­დიტაციის ცენტრის მიერ გაწე ული მომსახურების საფასურის განსაზ­ღვრის თანდართული წესი .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერ­თი­ანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომ­სახურების საფასური განისაზღვრება:

ა) აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების კონტროლის სამუშაოებისათვის;

ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ ი სწავლებები სა და კონფერენ­ციებისათვის.

2. ამ წესში მოცემული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახად ების გარეშე .

3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით ცენტრის წარმომადგენ­ლების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახუ­რების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს მათ სამივლინებო ხარ­ჯებს.

4. აკრედიტაციისა და აკრედიტებული პირების კონტროლის სა­მუშაოების მომსახურების საფასური H-ის ღირებულება გამოით­ვლება შემდეგი ფორმულით:

 

H=A+B+T

სადაც :

· A არის დაი ნ ტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური ;

· B არის ძირითადი საფასური ;

· T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწ­ვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემ­დეგი ფორმულით:

T=90+8xN

სადაც:

· 90 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლა­რებით ;

 ხოლო 8 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებით.

 

5. A და B საფასურები განისაზღვრება №1 დანართის შესაბამისად.

6. უცხოელი ტექნიკური შემფასებლის მოწვევის შემთხვევაში მი­სი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, კონ­ტრაქტის საფუძველზე. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც:

ა) ტესტირების ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განი­საზ­ღვრება გაზომვის საშუალებების კოდიფიკატორის „საქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2011 წლის 13 იანვრის №18 დადგენილებით მიღებული სასა­ქონლო კოდების პირველი ორი ან პირველი ოთხი ციფრით, პრო­დუქტის ერთგვაროვნების მიხედვით;

ბ) დაკალიბრების ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს განი­საზ­ღვრება გაზომვის საშუალებების კოდიფიკატორის MИ –2314-2000 კოდების პირველი ოთხი ციფრის მიხედვით;

გ) პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოებში უდრის იმ დოკუმენტების რაოდენობას, რომელთა მი­მართ უნდა შეფასდეს პროდუქციის (მომსახურების, პროცესების) შესაბამისობა სერტიფიკაციის დროს;

დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებში განისაზღვრება პერსონალის შესაფასებელი კვალიფიკაციისა და მის მიმართ მოთხოვ­ნების შემცველი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით;

ე) მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტა­ციის დროს განისაზღვრება ევროკავშირის NACE კოდების მიხედვით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების სხვადასხვა სფე­როში გამოითვლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევ­რო­პის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღე­ბული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯა­მებელი რეზოლუცი ით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2 ) დადგენი­ლი კატეგორიების შესაბამისად;

ზ) საინსპექციო ორგანოების (ასევე დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის) შემთხვევაში განისაზღვრება შესაფასებელი ობიექტის და მის მიმართ მოთხოვნების შემცვ ლ ელი დოკუმენტების კომბინაციათა რაოდენობით.

7. ლაბორატორიებსა და სერტიფიკაციის ორგანოებში შესაფა­სებელ პროდუქციაზე ნიმუშის აღების პროცედურები ემატება N-ის საერთო რაოდენობას.

8. თუ სფერო არ მოიძიება ამ მუხლში მითითებულ დოკუმენ­ტებში, მაშინ N უდრის შესაფასებელი ერთგვაროვანი ტიპის ობიექ­ტე­ბის რაოდენობას.

9. და კალიბრ ების ლაბორატორიის ა და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის აკრედიტაცი ისათვის დასაშვებია ერთიანი განაცხადის შეტანა. ამ შემთხვევაში განმცხადებელი იხდის განაცხადის განხილვის ( A) ერთ საფასურს, ხოლო B და T იანგარი­ შება ცალ-ცალკე.

10. ცენტრი ორგანიზებას უწევს შემდეგ სწავლებებს და კონფე­რენციებს:

ა) ფიზიკურ პირთა სწავლება – ცენტრის მიერ აკრედიტაციისა და კონტროლის სამუშაოებში მათი მოწვეული ტექნიკური შემფასებლის სტატუსით ჩართვის მიზნით. ასეთი სწავლება გამომდინარეობს ცენ­ტრის ინტერესებიდან და იგი ხორციელდება საფასურის გარეშე;

ბ) სწავლება დაინტერესებული მხარეებისათვის აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელ­თა საფასური დგინდება №2 დანართით;

გ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობის საფასურ ი განისაზღვრება ცენტრის გენერალური დირექტორის შესა­ ბამისი ადმინისტრაციული აქტით.

დანართი №1

მომსახურება

განაცხადის საფასური A

(ლარებით)

ძირითადი საფასური B

(ლარებით)

1

ლაბორატორიის აკრედიტაცია, p≤30

400

1400

2

ლაბორატორიის აკრედიტაცია, 30<P≤80

400

1800

3

ლაბორატორიის აკრედიტაცია , P>80

400

2 200

4

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი ,

 P≤30

900

5

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი, 30<P≤80

11 00

6

აკრედიტებული ლაბორატორიის კონტროლი ,

 P > 80

1300

7

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში, P ≤ 20

150

400

8

ლაბორატორიის აკრედიტაცია დამატებით სფეროში , P>20

150

500

9

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან საინსპექ-

ციო ორგანოს, მათ შორის , დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის ა

  და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია

400

1400 + 100

x N

10

აკრედიტებული სხვადასხვა ტიპის სერტიფი-კაციის ან საინსპექციო ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირისა და ავტოსატრანსპორ-

ტო საშუალებების ტესტირების ცენტრის კონტროლი

-

900 + 10 0

x N

11

სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ან საინსპექ-

ციო ორგანოს, მათ შორის, დაკანონებული

გაზომვის საშუალებების დამმოწმებელი პირის ა

და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრის აკრედიტაცია დამატებით სფეროში

150

900 + 100

  x N

12

აკრედიტაციისა და კონტროლის დროს დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება

 

900 + 100

x N

13

აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა

ინგლისურ ან რუსულ ენაზე

 

90

14

წინასწარი შეფასება (ტარდება მხოლოდ განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში)

200

800.

 

შენიშვნა: P = 10 x N+M, სადაც P არის ლაბორატორიის აკრედიტაციის სფე­როს სიდიდის კოეფიციენტი , 10 არის შესწორების კოეფიციენტი , ხო­ლო M – შესაფასებელი ტესტირების, დაკალიბრების ან გაზომვის მე­თოდების რაოდენობა. 

დანართი №2

 

სწავლებაში მონაწილეთა

რაოდენობა n

 

სწავლების ყოველდღიური საფასური ერთი პირისათვის (ლარებით)

1

5≤n≤30

100.