შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16652-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16652-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 17 იანვარი                           

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი − შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” (ს/კ 200004002)

წარმომადგენელი − დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი − თამარ მუმლაძე

წარმომადგენლები − ამირან დადვანი, პაატა გაგნიძე

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა −კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” გაკოტრების საქმე.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. კრედიტორთა პირველმა კრებამ დღის წრესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა სრულად ვერ განახორციელა, რის გამოც შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” და მეურვის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრება გაგრძელდეს სხვა დროისათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.  

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 27 იანვარს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                      თამარ ჭუნიაშვილი