📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1-1
სარეგისტრაციო კოდი 440050000.35.101.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 909 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 09.02.2021 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 21.08.2019 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.08.2025 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 24.10.2018 2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 21.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1-1 2017 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს   ორგანული   კანონის   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“   მე-16  მუხლის   მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის” (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების  წახალისების მიზნით)  დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების  სკოლებისა  და  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №4-15 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ხელოვნების სკოლებისა (შემდგომში-ხელოვნების სკოლები) და  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ (შემდგომში – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)  (ს/ნ: 204526352)  დაფინანსებას სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) და მისი    განხორციელების პირობებს, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 02) და ქვეპროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01) შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების პირობები  და ფინანსური ნორმატივების განსაზღვრა 1. ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების (წარმატებული   მოსწავლეებისა   და   მათი   მასწავლებლების  წახალისების მიზნით) რაოდენობის მიხედვით მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამიდან „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 02) და ქვეპროგრამიდან „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01). 2.   ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსების  ოდენობა  მაღალი  აკადემიური  მოსწრების  მქონე  მოსწავლეთა  რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) თითოეული მოსწავლის სწავლის (საბაზისო) დაფინანსებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ხელოვნების სკოლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ თითოეულ განყოფილებაზე დაწესებული სწავლის საფასურის  ზღვრული ოდენობის მიხედვით - არაუმეტეს 62,50 ლარისა; ბ) სპეციალობის მასწავლებლებზე – 87,50 ლარის ოდენობით; გ) მაპროფილებელი საგნების მასწავლებლებზე (მხოლოდ ხელოვნების სკოლებისთვის) - 37,50 ლარის ოდენობით. 3. დასაფინანსებელ  მოსწავლეთა  სიაში მოსწავლის  დამატება,  ჩანაცვლება  ან სხვა სახის ცვლილება მოხდება ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სათათბირო ორგანოს-გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. მოსწავლეს სხვა ხელოვნების სკოლაში ან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვა ფილიალში გადასვლის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი არ უნარჩუნდება. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის (სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტირებული ოჯახიდან) ხელოვნების სკოლაში და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებიდან ,,უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01 ) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის სწავლის საფასურის  დაფინანსება ხორციელდება არამოთხოვნად სპეციალობებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლაში“ (ს/კ 203860795), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლაში“ (ს/კ 208144417), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის შ. შანიძის სახელობის №20 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 209461713), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 211351400) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ჰ. გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 204904158), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამიდან ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 02).   მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი 1.  მოსწავლეების  შერჩევა  სიის  საფუძველზე  ხორციელდება ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შექმნილი სათათბიროს ორგანოს – გამგეობის მიერ, შესაბამისი სიის განსაზღვრით. 2. ხელოვნების სკოლებმა დაფინანსების მისაღებად უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს წერილით, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის    სახლის სათათბირო  ორგანოს  – გამგეობის  მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი და სია (ხელმოწერილი ხელოვნების სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორებისა და მასწავლებლების მიერ); ბ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების, სპეციალობისა და მაპროფილებელი (მხოლოდ ხელოვნების სკოლები) საგნის მასწავლებლების სია; გ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების სწავლის საფასურისა და მათი მასწავლებლებისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდიების სახით. 4. წარმოდგენილ  დოკუმენტაციაში  შეუსაბამობის  აღმოჩენისას,  ქალაქ  თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა და ქალაქ  თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა   საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ  უნდა აცნობონ განმცხადებელს და მისცენ ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის. მუხლი 4🔗. ანგარიშგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური    უფლებამოსილნი არიან დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილონ შემდეგი თვის    დოკუმენტაციასთან ერთად (დასაბუთებული წერილობითი მომართვის  საფუძველზე).