„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №28 |
|
2017 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
„21. იმ შემთხვევაში, თუ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზის დასრულებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების შედეგად სამინისტროსთვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული წინადადების მიხედვით იცვლება ასაშენებელი ელექტროსადგურის პარამეტრები (დადგმული სიმძლავრე, წლიური გამომუშავება, საინვესტიციო ოდენობა და სხვა), რის შედეგადაც უმჯობესდება შესაბამის ფინანსურ მოდელში დაფიქსირებული პროექტის ინვესტიციაზე უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“), განხორციელდება მხარეთა შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილებები, პარამეტრების კორექტირებისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასის შემცირების მიზნით, იმდაგვარად, რომ შესაბამის ფინანსურ მოდელში უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“) დარჩეს უცვლელი. ხოლო თუ წარდგენილი და შეთანხმებული წინადადების შესაბამის ფინანსურ მოდელში ასახვის შედეგად არ იცვლება ან/და უარესდება უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“), განხორციელდება მხარეთა შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილება მხოლოდ პარამეტრების კორექტირების მიზნით და ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი დარჩება უცვლელი.“.
|