⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2019)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2017
ძალის დაკარგვა 10.04.2019
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №22-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010190040.31.056.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 344 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2017 მიღება
10.04.2019 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს, საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფათ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა. 2. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე, თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ინიშნება არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე, ინიშნება არაუმეტეს 3 წარმომადგენელი. 3. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლების დანიშვნას, არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ვადით, უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს თითოეული მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა (გამოეყოფათ) 1200 ლარი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებს – 1800 ლარი. 5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული  უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხების გაცემა უმაღლესი საბჭოს აპარატმა აწარმოოს 2017 წლის 1 თებერვლიდან. 7. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 18 აპრილის №52-უ.ს.გ.ს. დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 26.04.2013წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010190040.31.056.016034). 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე ჩაქვი, 26 იანვარი 2017 წ. N22-უ.ს.რ.ს.