შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 24.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022957
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:23.05pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.BodyTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №93
2017 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამებიდან: „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა“ (პროგრამული კოდი−37 07 01) და „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ტექნიკური ექსპლუატაცია“ (პროგრამული კოდი − 37 07 02) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 38 000 000 (ოცდათვრამეტი მილიონი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი (საკოლექტორო) ქსელის რეაბილიტაციის, შესაბამისი საინჟინრო კვლევების, დაპროექტების, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის განხორციელების, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;
ბ) სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა
-შენახვის ღონისძიებებისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე 10 000 000 ( ათი მილიონი) ლარის გადარიცხვა.
2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად, შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცეს უფლება, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდასამეურნეო ქსელების, ასევე სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.
3. ამ განკარგულებით შპს „საქართველოს მელიორაციისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა (2 მიმდინარე ობიექტზე) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი