სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1721
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017728
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1721

2014 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში აღნიშნული უძრავი ნივთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 46 400 (ორმოცდაექვსი ათას ოთხასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „მოდგინარს“ (ს/კ №437976512).

     2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:  

     ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

     ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარდომეთში და სოფელ ფარახეთში მდებარე №88.10.27.004 და №88.10.27.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, მეცხოველეობის ფერმების მშენებლობის დასრულების უზრუნველყოფა, რომლებიც გათვლილი იქნება ჯამურად, არანაკლებ 300 (სამასი) სულ პირუტყვზე;

     გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართი №2-ის შესაბამისად;

     დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, არანაკლებ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

     3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მოდგინარმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4.  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 19.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1721. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017728.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1721, 19.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017728 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2525930/