სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2386
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2386

2016 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №30-ში მდებარე 18765.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5 და №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.008.279), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“(ს/კ: 404940695).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, არანაკლებ ერთი ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 60X40 მეტრი) საფეხბურთო მოედნის მოწყობა არანაკლებ 100 (ასი) ადამიანზე გათვლილი ტრიბუნ(ებ)ით;

ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, არანაკლებ 1400 (ერთი ათას ოთხასი) მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 600 (ექვსასი) კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის, არანაკლებ 1-მოედნიანი (ერთმოედნიანი) სპორტული დარბაზის (არანაკლებ 2 (ორი) დამოუკიდებელი გასახდელის მქონე), არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 15X28 მეტრი) საფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზის მოწყობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 6 100 000 (ექვსი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში;

დ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკოლის შენობის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება.

3. შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი