„საქართველოს მთავრობას, შპს „ართანა ლოპოტას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ჰიდროელექტროსადგურ „ართანას“ შესახებ დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 ოქტომბრის №2078 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №78
2017 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობას, შპს „ართანა ლოპოტას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ჰიდროელექტროსადგურ „ართანას“ შესახებ დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 ოქტომბრის №2078 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს მთავრობას, შპს „ართანა ლოპოტას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ჰიდროელექტროსადგურ „ართანას“ შესახებ დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 ოქტომბრის №2078 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი