ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2017 წლის 27 იანვარი ქ. ბაღდათი
|
|
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს სამი თებერვლისა;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებათა პროექტების მომზადება არაუგვიანეს სამი თებერვლისა;
გ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ) სარეორგანიზაციო სტრუქტურების მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება თებერვლის ბოლომდე;
ე) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე.
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს.
2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, იურიდიული განყოფილება, შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილების 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.დადგენილება ძალაშია 2017 წლის 01 თებერვლიდან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა