ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2017
ძალის დაკარგვა 09.03.2017
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,368 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2017 მიღება
09.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიებების დასახელება
1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის
2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.
4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის
5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ა.   ბ.   გ.   დ. მე-2 შვილის შეძენისათვის
6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება
7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის
8. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა
9. შშმ პირთა დახმარება
10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება
11. დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება
12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2017 წლის 27 იანვარი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად  (დანართები  თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის  29 დეკემბრის №34  დადგენილება ,, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამა განმარტებებით პროგრამული კოდი 0602 მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 112 000 ლარი. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის. პროგრამით ისარგებლებენ: სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა. ონკოლოგიური სენით დაავადებულები სოციალური სტატუსის დადასტურებას არ საჭიროებენ. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება: თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500-ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი; თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 - ლარამდე; თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 1000 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500 -ლარამდე; დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. დაფინანსების განხორციელდება: მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100-ის და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან. ანაზღაურებას არ ექვემდებარება: · პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა; ·  სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შ.შ.მ. პირები; · ტონზილო და ადენოექტომია; · ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება; · ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება; · თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება; · ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო; · პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება. მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები: 1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური(ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა), 2.თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის, 3. ინსულტის შემდგომი პერიოდი,  4.დიაბეტური განგრენა, დიაბეტური  თვალი 5. პარკინსონის დაავადება, 6. ეპილეფსია, 7. ბრონქული ასთმა, 8.მიასთენია,   9. ფენილკეტონურია (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი), 10.  ცერებრალური დამბლა, 11.  ფსორიაზი. ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის დაფინანსება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო 50-70 ლარი დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე. დაფინანსების წესი: უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.სიკვდილიანობის რისკის შემცირება. მუხლი 2🔗. დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი პროგრამით ისარგებლებენ ოჯახები II მსოფლიო ომში მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში. ოჯახებს II მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში მიეცემათ დაფინანსება250 ლარის ოდენობით. დაფინანსების წესი:დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით, მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. სოციალური ეფექტი:  ომის ვეტერანთაოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 3🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება.პროგრამული კოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი პროგრამით ისარგებლებენ გარდაცვლილ მებრძოლთა მშობელი, მეუღლე ან შვილი ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. დაფინანსების წესი: განმცხადებლის დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორებით პირად ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 4🔗. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის. პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 45 000 ლარი პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების დამხარებას, რომლებიც წარმოდაგენენ საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემულ შუამდგომლობას.შუამდგომლობაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უფასო სასადილოთი სარგებლობის აუცილებლობა. ყველა შემთხვევაში ბენეფიციარისთვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. უფასო სასადილოთი სარგებლობა გულისხმობს: ყოველდღიურად ცხელი საკვებით უზრუნველყოფას სასადილოში; განსაკუთრებულ შემთხვევაში ბინაზე გაგზავნით; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის მშრალი პროდუქტის სახით გაცემა. დაფინანსების წესი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ დასაბუთებულად წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი საკვებით უზრუნველყოფა. სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი და მზრუნველობამოკლებული ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია. მუხლი 5🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 060205. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მშობლები მიუხედავად სოციალური სტატუსისა. · მე-2 შვილის შეძენისას 150 ლარი, · მე-3 შვილის შეძენისას 350 ლარი, · მე–4და  შემდეგი  შვილის შეძენისას 400 ლარი, · ტყუპების შეძენისას თითოეულ ბავშზე 400 ლარი დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება მშობლების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: შობადობის გაზრდით მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებადა ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა. მუხლი 6🔗. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060206. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი პროგრამით ისარგებლებენ: მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური უბედურების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებებით. ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. დაფინანსების წესი: ქირით გაყვანის შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით საცხოვრებლის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: დაზარალებული მოსახლეობის მორალური, ფინასური მხარდაჭერა და უბედური შემთხვევის პრევენცია. მუხლი 7🔗. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.პროგრამული კოდი 060207. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი მუხლი 8🔗. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა. პროგრამული  კოდი 060208.წლიური დაფინანსება 5000 ლარი პროგრამით ისარგებლებენ: II მსოფლიო ომის ცოცხალი მონაწილეები,ყველა ომების სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად უკიდურესად გაჭირვებული ვეტერანები. დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტების შეძენის სახით. სოციალური ეფექტი: ომის ვეტერანების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. მუხლი 9🔗. შშმ პირთა დახმარებისათვის.  პროგრამული  კოდი 060209.  წლიური დაფინანსება 20 000 ლარი პროგრამით ისარგებლებენ:  შშმ პირები სამკურნალო ღონისძიებისათვის 8000 ლარით; შშმ პირთა ცნობიერების ამაღლებისათვის, სხვადასხვა პროგრამებში ჩასართავად: მათ შორის კომპიუტერის კურსების შესწავლა, უცხო ენების შესწავლა, საიუველირო საქმიანობის შესწავლა 12 000 ლარი. სოციალური ეფექტი: რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. მუხლი 10🔗. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება.  წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი  060210 პროგრამით ისარგებლებენ: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები. დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდებაჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილის პირად ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 11🔗. დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060211 პროგრამით ისარგებლებენ: დღეგრძელი მოქალაქეები, თითოეული 250 ლარის ოდენობით. დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება დღეგრძელი მოქალაქის პირად ანგარიშზე გადარიცხვით სოციალური ეფექტი: დღეგრძელი მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 12🔗. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება.  წლიური დაფინანსება 30 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060212 პროგრამით ისარგებლებენ: დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში 150 ლარის ოდენობით. დაფინანსებისწესი:დაფინანსება განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. მუხლი 13🔗. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება.წლიური დაფინანსება 5 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060213 პროგრამით ისარგებლებენ:   0-18 წლამდე  ასაკის ობოლ ბავშვებს, რომელთაც მიმდინარე წელს უსრულდება 18 წელი. დაფინანსების წესი:  დაფინანსება განხორციელდება ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე გადარიცხვით. სოციალური ეფექტი: 18 წლამდე ობოლ ბავშვთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 307 000 ლარი. დანართი №2 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით 2017 წელში სოციალური პროგრამით             გათვალისწინებული ასიგნებათა განაწილება № ღონისძიებების დასახელება სულ გასაცემი თანხა გასაცემი თანხა ერთეულზე კაცთა რაოდენობა შენიშვნა 1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის 112 000 ----- ----- 2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში. 3 000 250 ----- 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის. 3 000 ----- ----- 4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის 45 000 ----- ----- 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 20 000 ა. ბ. გ. დ. მე-2 შვილის შეძენისათვის 150 ----- მე-3 შვილის შეძენისათვის 350 ----- მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის 400 ----- ტყუპების შეძენისათვის 400 ----- 6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება 30 000 ----- ----- 7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის 30 000 ----- ----- 8. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა 5 000 ----- 9. შშმ პირთა დახმარება 20 000 ----- 10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება 2 000 200 11. დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება 2 000 300 12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება 30 000 ----- 13. ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება 5 000 ----- ----- სულ. 307 000