ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. ბაღდათი |
|
განმარტებებით პროგრამული კოდი 0602
პროგრამით ისარგებლებენ:
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს უმწეოების სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დასაბუთებული დახმარების აუცილებლობა.
სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 - ლარით.
თუ სამედიცინო მომსახურების თანხა წარმოდგენილია 1000 ლარს ზევით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500 - ლარით.
დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
დაფინანსების წესი:
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100 და საბუღალტრო დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა). სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან.
ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
· პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
· სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენს ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შ.შ.მ. პირები
· ტონზილო და ადენოექტომია.
· ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
· პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები:
1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური(ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა).
2. თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის.
3. ინსულტის შემდგომი პერიოდი.
4. დიაბეტური განგრენა, დიაბეტური თვალი.
5. პარკინსონის დაავადება.
6. ეპილეფსია.
7. ბრონქული ასთმა.
8. მიასთენია.
9. ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი).
10. ცერებრალური დამბლა.
11. ფსორიაზი.
დაფინანსება განისაზღვრება100 ლარამდე წელიწადში ერთჯერ ონკოლოგიური სენით დაავადებულებზე. 50-70 ლარი დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე.
დაფინანსების წესი:
უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დახმარებული გამოჯანმრთელებული უმწეო ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა. სიკვდილიანობის რისკის შემცირება.
ოჯახებში მე-2 მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი.
დაფინანსების წესი: განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
ომის ვეტერანთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
უფასო სასადილოთი სარგებლობის წესი: ცხელი საკვებით უზრუნველყოფა სასადილოში. განსაკუთრებულ შემთხვევაში ბინაზე გაგზავნით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის მშრალი პროდუქტის სახით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.
დაფინანსების წესი: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ დასაბუთებულად წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.
სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია.
· მე-2 შვილის შეძენისას 150 ლარი;
· მე-3 შვილის შეძენისას 350 ლარი;
· მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას 400 ლარი;
· ტყუპების შეძენისას 400 ლარი.
დაფინანსების წესი: მშობლების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის გაზრდა და ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დაზარალებული მოქალაქეები. მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება.
დაფინანსების წესი: ქირით გაყვანის შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით საცხოვრებლის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაზარალებული მოსახლეობის მორალური, ფინასური მხარდაჭერა და უბედური შემთხვევის პრევენცია.
დაფინანსების წესი: სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტების შეძენა.
სოციალური ეფექტი: ომის ვეტერანების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.
სოციალური ეფექტი: რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
დაფინანსების წესი: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: დღეგრძელი მოქალაქის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: დღეგრძელი მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
სოციალური ეფექტი: სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე გადარიცხვა.
სოციალური ეფექტი: ობოლი 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 295 000 ლარი.
გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილება
|