ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2017 წლის 27 იანვარი ქ. ბაღდათი
|
|
პროგრამული კოდი 0602
პროგრამით ისარგებლებენ:
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა.
ონკოლოგიური სენით დაავადებულები სოციალური სტატუსის დადასტურებას არ საჭიროებენ.
სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500-ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი;
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 - ლარამდე;
თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 1000 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500 -ლარამდე;
დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
დაფინანსების განხორციელდება:
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100-ის და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან.
ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
· პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა;
· სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შ.შ.მ. პირები;
· ტონზილო და ადენოექტომია;
· ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;
· ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;
· თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;
· ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო;
· პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები:
1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური(ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა),
2.თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის,
3. ინსულტის შემდგომი პერიოდი,
4.დიაბეტური განგრენა, დიაბეტური თვალი
5. პარკინსონის დაავადება,
6. ეპილეფსია,
7. ბრონქული ასთმა,
8.მიასთენია,
9. ფენილკეტონურია (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი),
10. ცერებრალური დამბლა,
11. ფსორიაზი.
ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის დაფინანსება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო 50-70 ლარი დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე.
დაფინანსების წესი:
უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.სიკვდილიანობის რისკის შემცირება.
ოჯახებს II მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში მიეცემათ დაფინანსება250 ლარის ოდენობით.
დაფინანსების წესი:დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით, მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
სოციალური ეფექტი:
ომის ვეტერანთაოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: განმცხადებლის დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორებით პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
ყველა შემთხვევაში ბენეფიციარისთვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
უფასო სასადილოთი სარგებლობა გულისხმობს: ყოველდღიურად ცხელი საკვებით უზრუნველყოფას სასადილოში; განსაკუთრებულ შემთხვევაში ბინაზე გაგზავნით; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის მშრალი პროდუქტის სახით გაცემა.
დაფინანსების წესი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ დასაბუთებულად წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.
სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი და მზრუნველობამოკლებული ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია.
· მე-2 შვილის შეძენისას 150 ლარი,
· მე-3 შვილის შეძენისას 350 ლარი,
· მე–4და შემდეგი შვილის შეძენისას 400 ლარი,
· ტყუპების შეძენისას თითოეულ ბავშზე 400 ლარი
დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება მშობლების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი: შობადობის გაზრდით მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებადა ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური უბედურების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებებით.
ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით.
დაფინანსების წესი: ქირით გაყვანის შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით საცხოვრებლის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი:
დაზარალებული მოსახლეობის მორალური, ფინასური მხარდაჭერა და უბედური შემთხვევის პრევენცია.
დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტების შეძენის სახით.
სოციალური ეფექტი: ომის ვეტერანების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.
სოციალური ეფექტი: რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდებაჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი: ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება დღეგრძელი მოქალაქის პირად ანგარიშზე გადარიცხვით
სოციალური ეფექტი: დღეგრძელი მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსებისწესი:დაფინანსება განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი: სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.
დაფინანსების წესი: დაფინანსება განხორციელდება ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
სოციალური ეფექტი: 18 წლამდე ობოლ ბავშვთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 307 000 ლარი.
გათვალისწინებული ასიგნებათა განაწილება
|