„საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკას, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის პროგრამას (UNDჩP) შორის ნარკოტიკული საშუალებების კონტროლსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 1999 წლის 10 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №258
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკას, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის პროგრამას (UNDCP) შორის ნარკოტიკული საშუალებების კონტროლსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 1999 წლის 10 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 1999 წლის 10 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკას, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის პროგრამას (UNDCP) შორის ნარკოტიკული საშუალებების კონტროლსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე;
ბ) შეატყობინოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის პროგრამას (UNDCP) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი