უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-108/ო2017 წლის 23 იანვარი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში: სს,,აბსოლუტ ჰოლდინგის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ.თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.№6 გ, ს/კ 404392082) ნაცვლად, დაფიქსირდეს სს ,,პრივატი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ.თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.№6 გ, ს/კ 404392082).
2. გაიცეს სს ,,პრივატიზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ.თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.№6 გ, ს/კ 404392082, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს ,,პრივატის“ დირექტორის ს. ბერაიას განცხადება №4784, 16.01.2017წ. და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე