ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2017 ძალადაკარგული 28.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.106.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2017 წლის 31 იანვარი

ქ.ხობი

 

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და  გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს კვეთაზე დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ 5 ტ-ის ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია (№3.12.-2 ცალი) ;
ბ) მეორე საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“; (№3.28-2 ცალი) ;
გ) მოიხსნას ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს ბერიას ქუჩაზე „თიბისი“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით, (№3.1.-1 ცალი.); აგრეთვე ყოფილი „უნივერმაღის“ შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით (3.18.2.-1 ცალი) ;
დ) მოიხსნას 9 აპრილის ქუჩაზე სტალინის ქუჩის კვეთასთან საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის კვეთასთან „მოძრაობა აკრძალულია“ (№3.2.-1 ცალი);
ე) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ორივე მხრიდან დაემატოს საგზაო ნიშანი „სდექ“ მოძრაობა გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“ (№2.4.-2 ცალი).
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ მიღებულია 31.01.2017. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.106.016210.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.03.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, №2, 31.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3564044/