შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“-ს განცხადება ს.ს. „ბორჯომის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ბორჯომის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ (ს/კ 404485053), როგორც სააქციო საზოგადოება „ბორჯომის“ (ს/კ 226110874) ჩვეულებრივი აქციების 98.4367%-ის მესაკუთრე, მოქმედებს რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ბორჯომის“ ჩვეულებრივი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოში), „მეწარმეთა შესახებ ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „ბორჯომის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „ბორჯომის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „ბორჯომის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „ბორჯომის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და , შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენელს - მერაბ ახმეტელს. მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №80. ტელ: 595-30-51-57 ელექტრონული მისამართი: makhmeteli@borjomi.com

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა (მოსაშვილის ქ. 11), მე-7 სართული, ოფისი 714. ტელ: +995 32 222 53 51.

 

შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ დირექტორი

ზაზა კიკვაძე