ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2017
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.02.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 3 თებერვალი
ქ. ჭიათურა
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილება ,,ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ 04/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016157).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი
თანხების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ)
წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი; ასევე ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;
გ)
წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;
დ)
წარმატებული ახალგაზრდა – სახელმწიფო ან საერთაშორისო მნიშვნელობის ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე ახალგაზრდა;
ე)
წარმატებული პედაგოგი – ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგი;
ვ)
წლის წარმატებული ახალგაზრდა/პედაგოგი/სპორტსმენი/მწვრთნელი – ამ წესის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ წლის ბოლოს გამოვლენილი წლის წარმატებული ახალგაზრდა/პედაგოგი/სპორტსმენი/მწვრთნელი;
ზ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი;
თ)
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზატორობით ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამართული რეგიონალურ ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები და ინდივიდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილი;
ი)
წარმატებული გუნდი – საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ჩემპიონატში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა I ადგილი;
კ)
წარჩინებული სტუდენტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორივე სემესტრში თითოეულ საგანში არის 91 – 100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ლ)
ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდული პროექტი, რომლის ინიციატორიც არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდათა ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს;
მ)
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი.
მუხლი 3🔗.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
1.
წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი; II ადგილი – 400 ლარი; III ადგილი – 200 ლარი;
ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2200 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;
გ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 9000 ლარი; III – 8000 ლარი;
2.
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი ( ერთი მწვრთნელის შემთხვევაში არაუმეტეს 500 ლარისა);
ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი;
გ)
მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი –1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;
დ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III – 1500 ლარი;
3.
წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
4.
წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
მუხლი 4🔗.
წარმატებული ახალგაზრდისა და მისი პედაგოგის დაჯილდოება
1.
წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 500 ლარის ოდენობით.
2.
წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 200 ლარის ოდენობით;
3.
წლის წარმატებულმა ახალგაზრდამ/პედაგოგმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ)
ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 5🔗.
წლის წარმატებული ახალგაზრდის, პედაგოგის, სპორტსმენისა და მწვრთნელის დაჯილდოება
1.
წლის წარმატებული ახალგაზრდის, პედაგოგის, სპორტსმენისა და მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 500 ლარის ოდენობით;
2.
წლის წარმატებულმა ახალგაზრდამ, პედაგოგმა, სპორტსმენმა, მწვრთნელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის/ადგილების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ)
ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
3.
წლის წარმატებული ახალგაზრდის, პედაგოგის, სპორტსმენისა და მწვრთნელის გამოსავლენად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია;
4.
ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით;
მუხლი 6🔗.
ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილოდება
1.
ოქროსა და ვერცხლისმედალოსანის ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა)
ოქროსმედალოსანი - 150 ლარი;
ბ)
ვერცხლისმედალოსანი - 100 ლარი;
2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია;
გ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 7🔗.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების დაჯილდოება
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზატორობით რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა)
I ადგილი - 300 ლარი;
ბ)
II ადგილი - 200 ლარი;
გ)
III ადგილი - 150 ლარი;
2.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა ან ინდივიდებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შესაბამისი ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
გუნდის დაჯილდოების შემთხვევაში მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით;
ე)
გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 8🔗.
წარმატებული გუნდის დაჯილდოება
1.
წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს - 500 ლარის ოდენობით;
2.
წარმატებულმა გუნდმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
I ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
გუნდის მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით;
ე)
გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 9🔗.
წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოება
1.
წარჩინებული სტუდენტის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობით.
2.
წარჩინებულმა სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის შესახებ);
გ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სასწავლო წლის ორივე სემესტრში თითოეულ საგანში მიღებული შეფასების შესახებ.
ე)
ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 10🔗.
ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება
1.
ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.
2.
ინიციატორმა ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი/ასლები (ინიციატორის ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ცნობა რეგისტრაციის შესახებ);
გ)
ინიცირებული პროექტი;
დ)
ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
3.
ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით;
მუხლი 11🔗.
თანხის გაცემის წესი
ამ წესით განსაზღვრული თანხის გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.