⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2017)
გაუქმებულია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2017
ძალის დაკარგვა 08.02.2017
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,118 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2017 მიღება
08.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2017 წლის 6 თებერვალი დ. ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის   კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  61-ე  მუხლის  მეორე პუნქტის  საფუძველზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე                                                                                                                                                                               დანართი ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ  აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები და ვალდებულებები 1. გამგებლის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გამგებლის   წარმომადგენელი   საკუთარი  უფლებამოსილებების   ფარგლებში  მომსახურებას  უწევს  პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის და ადგილზე არყოფნის შემთხვევაში)ასევე ზეპირი ფორმით. 3. გამგებლის  წარმომადგენელი  წინამდებარე დადგენილი  წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტების ასლებს. 4. გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს  ორგანული კანონით ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი“, გამგეობის დებულებით, ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებები 1. გამგებლის  წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) უფლებამოსილების  შესასრულებლად  გამოითხოვოს  და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას; გ)  ისარგებლოს  საქართველოს  კანონმდებლობით  გათვალისწინებული  სხვა  უფლებით,  რაც  აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის; მუხლი 4🔗. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი და ხელმოწერა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლს  აქვს ბეჭედი და ტიტულიანი ბლანკი; ა) გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი არის მრგვალი; ბ) ბეჭედზე ამოტვიფრულია მუნიციპალიტეტის დასახელება; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება; დ) მუნიციპალიტეტის გერბი. 2. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან  ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება  ერთზე  მეტი  ფურცლისგან,  ბეჭედი  დაისმება  ყველა  ფურცელზე.  გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება გამგებლის წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი, გამგებლის წარმომადგენლის მიმართვა, განმარტებითი  წერილი და სხვა. შესრულებულ მოქმედებას გამგებლის   წარმომადგენლის   ხელმოწერისა   და  ბეჭდის  გარეშე  არა  აქვს იურიდიული ძალა. 3. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის  დაკარგვის    შემთხვევაში    გამგებლის   წარმომადგენელი   ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის  გამგებელს და სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ. გამგებლის წარმომადგენლის  არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.? მუხლი 5🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები 1. გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს. 2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი  აქტი,  რომელიც  შედგენილი  უნდა  იქნეს  მოწმეთა  თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში. 3. გამგებლის    წარმომადგენელი  ადგენს     აქტის   შედგენის    მონაწილე/განმცხადებელი პირი, /მოწმეები/ ფიზიკური   პირის   ვინაობას მის   მიერ   წარდგენილი   პირადობის   დამადასტურებელი  დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს  მოქალაქის  პასპორტი,  პირადობის  მოწმობა, დასაშვებია ვინაობას დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი  უფლებამოსილი სამსახურების მიერ. 4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე. 5. გამგებლის  წარმომადგენელი  ვალდებულია  აქტის  შედგენისას  მონაწილეებს  განუმარტოს  აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი  შედეგები. განმარტება  შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს  აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აქტში  ასახული  უნდა  იყოს როგორც  მომთხოვნი  პირის,  ისე მოწმეთა  პირადობის  მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). 7.  გამგებლის  წარმომადგენელს   არ  ეკისრება  პასუხისმგებლობა   მოწმეთა  მიერ  ცრუ  დამოწმების   ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 8. აქტში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. მუხლი 6🔗. საქონლის ადგილწარმოშობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა 1. გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ცნობაში  მითითებული  უნდა  იყოს მისი  გაცემის  საფუძველი, შესაბამისი  დოკუმენტის  ან  აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. 3. ცნობა  გაიცემა  შესაბამის  ტიტულიან  ბლანკზე  და იგი  მოწმდება  გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად. მუხლი 7🔗. დოკუმენტების (აქტი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები 1. დოკუმენტები  უნდა შედგეს მკაფიო და გამართული  ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება. 2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი  დოკუმენტი). ხელით  დაწერისას  ან  ხელმოწერების  შესრულებისას  გამოყენებულ  უნდა  იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი მელნის ავტოკალამი. 3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა. 4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 5. სიტყვათა და ტერმინთა  შემოკლება  დოკუმენტებში  დასაშვებია მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ  შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 6.   საბუთები, რომელთა  საფუძველზე შედგა აქტი, დაერთვის აქტის  იმ   ეგზემპლარს, რომელიც   ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში. მუხლი 8🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა 1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, აქტის   მონაწილის   (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო    ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, გამგებლის წარმომადგენელი ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. 2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. 3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 9🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი 1. აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით. ხელმოწერა  უნდა შეიცავდეს  ხელმომწერის  სახელსა და გვარს. სახელი და გვარი  უნდა  დაიწეროს  სრულად  და გარკვევით. აქტის  ყველა  მონაწილის  მიერ  ხელმოწერის  შემდეგ  აქტს ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს გამგებლის წარმომადგენელი. მუხლი 10🔗. დოკუმენტაციათა რეესტრი 1. გამგებლის  წარმომადგენელი  ვალდებულია  აწარმოოს  რეესტრი,  რომელშიც  რეგისტრირდება  შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი (გასავლის ჟურნალი). 2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) შემოსული განცხადებების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი); ბ) გასული და შემოსული დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; გ)  ფაქტობრივ  მდგომარეობათა  ამსახველი  აქტის  მომთხოვნის  და/ან პირის, რომელზეც  გაცემულია  ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული  ან გაცხადებული  საცხოვრებელი  ადგილი,  ხოლო საქართველოს  მოქალაქე - ფიზიკური  პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი. მუხლი 11🔗. ცნობა საქონლის ადგილ წარმოშობის შესახებ 1. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ შესაძლებელია იყოს, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის    (მაგ., შინაური   ცხოველები   და  ფრინველები), ასევე  ნებისმიერი  მოძრავი  ქონების, ხე-მცენარეების, ნივთების, გარდა   მექანიკური   სატრანსპორტო   საშუალებების   შესახებ. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის   საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა. მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 დღით. მუხლი 12🔗. ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ 1. ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, შვილი, გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. 2. ფაქტობრივი  მდგომარეობის  ამსახველი  ცნობა  ოჯახის  შემადგენლობის  შესახებ  გაიცემა  ამ წესის შესაბამისად.  მუხლი 13🔗. ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე 1. ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ  შემთხვევაში,  თუ  პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 2. ცნობაში მითითებული  უნდა იყოს კონკრეტული  თარიღი, რომელი  წლიდანაც  ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. სასურველია, თუ დადგინდება თვე და რიცხვიც. 3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.