ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2017 წლის 6 თებერვალი დ. ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2. გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად.
2. გამგებლის წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის და ადგილზე არყოფნის შემთხვევაში)ასევე ზეპირი ფორმით.
3. გამგებლის წარმომადგენელი წინამდებარე დადგენილი წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტების ასლებს.
4. გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, გამგეობის დებულებით, ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;
ა) გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი არის მრგვალი;
ბ) ბეჭედზე ამოტვიფრულია მუნიციპალიტეტის დასახელება;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება;
დ) მუნიციპალიტეტის გერბი.
2. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ყველა ფურცელზე. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება გამგებლის წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი, გამგებლის წარმომადგენლის მიმართვა, განმარტებითი წერილი და სხვა. შესრულებულ მოქმედებას გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არა აქვს იურიდიული ძალა.
3. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს და სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ. გამგებლის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.?
2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
3. გამგებლის წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე/განმცხადებელი პირი, /მოწმეები/ ფიზიკური პირის ვინაობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია ვინაობას დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ.
4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.
5. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).
7. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
8. აქტში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.
2. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.
3. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად.
2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი მელნის ავტოკალამი.
3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.
4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
5. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
6. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა აქტი, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.
3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) შემოსული განცხადებების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
ბ) გასული და შემოსული დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
გ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე - ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის შესაბამისად.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. სასურველია, თუ დადგინდება თვე და რიცხვიც.
3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.