📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.155.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 350 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ქ. წალკა
2 დაბები, სოფლები, დასახლებათა შორის არეალები
3 დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები (50 მ რადიუსი) თითოეულ მხარეს
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.03.2015 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 15.03.2016 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.01.2017 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 28.02.2018 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 6 თებერვალი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 202-ე, 204-ე, 206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 200230000.35.155.01.60.66).  მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბი (მათ შორის გაკულტურებული) 20 2 საძოვარი(მათ შორის გაკულტურებული) 16 3 სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო 77 2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 35 ლარის ოდენობით. 3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ  მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით. 4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს: № ტერიტორია ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ 1  ქ. წალკა 1.0 0,24 0.24 2 დაბები, სოფლები, დასახლებათა შორის არეალები 0.5 0,24 0.12 3 დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები (50 მ რადიუსი) თითოეულ მხარეს 0.5 0,24 0.12 5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი. 6. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. 7. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. 8. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე  მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.მ-მდე; ბ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ.მ-მდე.