წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.02.2011 ძალადაკარგული 30.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
020023000.35.155.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 160211, 16/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

წალკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   დ. მაჩიტიძე                                                       

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება,რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1% პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

77

62

 

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:

ა) გაკულტურებულ სათიბებზე - 20 ლარი;

ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე - 16 ლარი;

გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 18 ლარი;

დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს წელიწადში მიწის 1 კვ.მ-ზე 0.24 ლარის ოდენობით.

ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ქ. წალკის ტერიტორიისათვის 0.5 ერთეულის ოდენობით: შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი განისაზღვროს წელიწადში მიწის 1 კვ.მ-ზე 0.24 X 0.5=0.12 ლარის ოდენობით.

ბ) მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიისათვის 0,25 ერთეულის ოდენობით. შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი განისაზღვროს წელიწადში მიწის 1 კვ.მ-ზე 0.24 X 0.25=0.06 ლარის ოდენობით.

    მ უხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.