წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 06.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.155.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331028, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

წალკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 30 მარტი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           დ. მაჩიტიძე

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა)  100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ)  100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

4.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავ ი

77

2

საკარმიდამო

77

3

სათიბები

20

4

საძოვრები

16

5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

30

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებ ი

3

 

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

ტერიტორია

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

1

 ქ. წალკა

0.5

0,24

0.12

2

დაბები, სოფლები, დასახლებათა შორის არეალები

0.25

0,24

0.06

3

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები (50 მ. რადიუსი) თითოეულ მხარეს

0.25

0,24

0.06

 

6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ)საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.