სს„ქუთაისის რძის კომბინატი“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ქუთაისის რძის კომბინატის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 01 მარტს 12:00 საათზე. ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2017 წლის 01 თებერვალი.

 

დღის წესრიგი:

1) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” მიერ სს „ხალიკ ბანკი საქართველოდან” ან/და საქართველოში არსებული ნებისმიერი კომერციული ბანკებიდან 200 000 (ორასი ათასი) ლარის (ლარამდე) იპოთეკური სესხის (კრედიტის) აღება და ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხის (კრედიტის) უზრუნველსაყოფად სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების/ქონებების, მდებარე ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-1) საკადასტრო კოდი №03.05.22.428 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-2) საკადასტრო კოდი №03.05.22.429, იპოთეკით დატვირთვა.

2) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” აქციონერის, საწესდებო კაპიტალის 11.77182 % მფლობელის მარინე ქომეთიანის (პ/ნ 60001045515) მიერ, მისი კუთვნილი 11.77182 % აქციის უსასყიდლოდ ირაკლი ქომეთიანისათვის (პ/ნ 60002009003) საკუთრებაში გადაცემა და მარინე ქომეთიანისათვის და ირაკლი ქომეთიანისათვის შესაბამისი თანხმობის მიცემა.

3) სს „ქუთაისის რძის კომბინატის” წესდებაში ცვლილების შეტანა.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში : ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16-ში. ტელეფონი 597 222 037. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილეობის უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, მდებარე: ქ, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №74 ა.

 

 

სს „ქუთაისის რძის კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი ქომეთიანი

(პ/ნ 60002009003)