სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

2019 წლის 22 მაისი

ქ. ქუთაისი   

სს „ქუთაისის რძის კ ომბინატის“ (ს/ნ 212670616) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 მაისი.

დღის წესრიგი:

1. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ 2017-2018 წწ. წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება.

2. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ თანამშრომლებისათვის, მათ შორის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ დირექტორისათვის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.

3. სს „ქუთაისის რძის კომბინატში“, ხელშეკრულების და/ან ბრძანების საფუძველზე ახალი თანამშრომლების აყვანა და მათთვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.

4. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ წესდებაში ცვლილების/ცვლილებების შეტანა.

5. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ.ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-1), საკადასტრო კოდი №03.05.22.428 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-2), საკადასტრო კოდი №03.05.22.429) და მოძრავი ქონების/ქონებების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. მათ შორის, სასაწყობე ფართების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ კუთვნილ ტერიტორიაზე სამაცივრე საწყობების მოწყობა და ამ მიზნით სამაცივრე საწყობის/საწყობების შეძენა; ეზოში სამანქანო და საფეხმავლო გზის მოწყობა, ეზოს მოპირკეთება ქვით, ბეტონით, ასფალტით; საკანალიზაციო, წყლისა და გაზის მილების, ასევე, ელექტროგაყვანილობების შეკეთება, კომუნიკაციის მოწყობა-მოწესრიგება; ახალი დამხარე შენობა-ნეგებობის აშენება.

ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად (მუშა-მოსამსახურეებისათვის გადასახდელი თანხები, მოძრავი ნივთების შესაძენი და სხვა საჭირო ხარჯებისათვის) ფინანსების მოძიება მოხდეს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ან სამუშაოთა სრული ან გარკვეული ნაწილი განხორციელდეს სს „ქუთაისის რძის კომბინატში“ შემოსული თანხებით, და/ან საქართველოს კომერციული ბანკებიდან, საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტის (სესხის) დახმარებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16. ტელეფონი 597 222 037. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილოების უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მოსაშვილის 11,VII სართული).

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე            ირაკლი ქომეთიანი  

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2019.
როდის იქნა მიღებული „სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 22.05.2019. მიმღები ორგანო — სს "ქუთაისის რძის კომბინატი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №0, 22.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4568696/