შპს „პლაზა ფიტნესის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32630-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/32630-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებ ლი − შპს „პლაზა ფიტნესი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404898777)

დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი მალხაზ ალბორაშვილი

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ლელა ხაციკიდუ

მომრიგებელი საბჭოს წევრები −  1 − როინ მოსეშვილი

                                                       2 − თინათინ ფერაძე

                                                       3 − მაკა თინიკაშვილი

მოთხოვნა − კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია :

შპს „პლაზა ფიტნესის” : წარმომადგენელმა მალზა ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „პლაზა ფიტნესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მოსეშვილი, თინათინ ფერაძე და მაკა თინიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 თებერვალს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას,საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ. 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება. 3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 2 მარტს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ.

1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.

1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                    თამარ ბურჯანაძე