სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 06/ 2-რ
2017 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404912378, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012007) რეგისტრაცია.
2. დაევალოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება .
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კ. სულამანიძე