Gardabani Holdings PP B.V-ს განცხადება სს „ხაშურის მინის ტარა“-ს სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობის („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის) მოთხოვნის შესაბამისად, წინამდებარე სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე განცხადებით (შემდგომში „განცხადება“) Gardabani Holdings PP B.V (ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია; რ/ნ 6604896; მისამართი: Strawinskylaan 1263, 1077XX ამსტერდამი, ნიდერლანდები) (შემდგომში „შემთავაზებელი“), რომელიც 2016 წლის 29 დეკემბერს გახდა სს „ხაშურის მინის ტარას“ (საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული და მოქმედი სააქციო საზოგადოება; ს/კ 243855734; იურიდიული მისამართი – საქართველო, ხაშური, იმერეთის გზატ. № 2) (შემდგომში „კომპანია“) 1,995,001 ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრე, რაც შეადგენს კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 72,7585%- ს, აცხადებს სატენდერო შეთავაზებას კომპანიის ყველა დარჩენილი გამოშვებული აქციის ამ განცხადებაში მოცემული პირობებით გამოსყიდვის თაობაზე.
1. შეთავაზება
1.1. შემთავაზებელი აცხადებს შეთავაზებას (შემდგომში „შეთავაზება“) გამოისყიდოს კომპანიის ყველა დანარჩენი აქციონერის საკუთრებაში დარჩენილი 746,948 (შვიდას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდარვა) ცალი ჩვეულებრივი აქცია მთლიანად, რაც შეადგენს კომპანიის საწესდებო კაპიტალის 27.2415%-ს (შემდგომში „აქციები“), ამასთან, აქციები არ უნდა იყოს დაგირავებული ან რაიმე სახით დატვირთული, და ფასი, რომლითაც შემთავაზებელს სურს აღნიშნული აქციების გამოსყიდვისთვის, შეადგენს 1,42 (ერთი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ლარს ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციისათვის.
1.2. შეთავაზება ძალაშია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნებიდან სამოცდამეორე კალენდარული დღის 10:00 საათამდე (შემდგომში „შეთავაზების პერიოდი“).
2. შეთავაზების მიღება (აქცეფტი)
2.1 . იმისათვის, რომ კომპანიის აქციონერმა დააფიქსიროს თავისი აქცეფტი შეთავაზებაზე და გამოხატოს თანხმობა გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია შეთავაზების პირობების შესაბამისად, მან შეთავაზების პერიოდის განმავლობაში კომპანიის დამოუკიდებელ რეგისტრატორს – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (შემდგომში „რეგისტრატორი“) უნდა წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება (შემდგომში „აქცეფტის წერილი“) რომელშიც აღნიშნავს, რომ იგი თანახმაა შეთავაზების პირობებით შემთავაზებელზე გაასხვისოს თავის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია. რეგისტრატორის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74 ა; ( შესასვლელი: მოსაშვილის ქ. №11) ტელ : +995 32 222 53 51; ფაქსი: +995 32 225 15 60.
2.2. კომპანიის აქციონერმა უნდა მოიპოვოს წერილობითი დასტური რეგისტრატორის მიერ აქცეფტის წერილის მიღების თაობაზე.
3. აქციების გამოსყიდვა
3.1. შემთავზებელი უფლებამოსილია გამოისყიდოს აქციები იმ პირობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ (ა) კომპანიის ყველა აქციონერი დათანხმდება ამ „განაცხადებაში“ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით მიჰყიდოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია შემთავაზებელს, და (ბ) შეთავაზების პერიოდის განმავლობაში რეგისტრატორი მიიღებს აქცეფტის წერილს კომპანიის აქციონერისაგან.
3.2. მიუხედავად ამ განცხადებაში აღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ყველა აქციონერი შეთავაზების პერიოდში რეგისტრატორთან ვერ ან არ წარადგენს აქცეფტის წერილს ამ განცხადებაში აღნიშნული პირობების შესაბამისად, შემთავაზებელი არ შეისყიდის რომელიმე აქციონერის საკუთრებაში არსებულ კომპანიის რაიმე რაოდენობის აქციას.
3.3. შემთავაზებელი იტოვებს უფლებას თავისი გადაწყვეტილებისამებრ უკან გამოითხოვოს შეთავაზება მთლიანად ან მისი ნაწილი, აქციათა გამოსასყიდი ფასის გაზრდის ან სხვა პირობების შეცვლის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გაკეთდება განცხადებისგან ახლებური ვერსია და გავრცელდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3.4. შემთავაზებელს უფლება აქვს გააუქმოს შეთავაზება, თუ მას აღარ სურს აქციების შესყიდვა. შემთავაზებელი გაუქმების თაობაზე ყველა აქციონერს აცნობებს აღნიშნულის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3.5. 3.1 პუნქტში აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში, შემთავაზებელი უფლებამოსილია აქციების შესყიდვა განახორციელოს შეთავაზების პერიოდის ვადის გასვლიდან 2 თვის ვადაში.
4. სხვადასხვა
4.1. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ხაზს ვუსვამთ, რომ შეთავაზება აპრიორი არ ავალდებულებს შემთავაზებელს კომპანიის რომელიმე აქციონერისაგან შეისყიდოს მის საკუთრებაში არსებული აქციები მთლიანად ან მისი ნაწილი.
4.2. შეთავაზება არ ანიჭებს კომპანიის აქციონერს ფუთ ოფციონის უფლებას მის აქციებთან დაკავშირებით შემთავაზებლის მიმართ.
4.3. შეთავაზება შედგენილია და იმართება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.
შემთავაზებელი:
Gardabani Holdings PP B.V
უფლებამოსილი წარმომადგენელი
ზვიად ამირიძე