სააქციო საზოგადოება „ხაშურის მინის ტარას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
სააქციო საზოგადოება „ხაშურის მინის ტარის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V (Gardabani Holdings PP B.V.) (რეგისტრაციის N: 66004896; ელ.ფოსტა: skokaia@gig.ge), რომელიც წარმოადგენს სს „ხაშურის მინის ტარას“ (ს/ნ - 243855734; შემდგომში - „საზოგადოება“) აქციების 95.85197%-ის მესაკუთრეს, მოქმედებს რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, საზოგადოების ეფექტურად მართვის განხორციელების მიზნით, აცხადებს „აქციათა სავალდებულო მიყიდვის“ თაობაზე, კერძოდ, დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ხაშურის მინის ტარის“ აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის თაობაზე.

საზოგადოების აქციები, რომლის შესყიდვაც არ მოხდება წინამდებარე განცხადების საფუძველზე, გამოსყიდული იქნება გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V-ის (Gardabani Holdings PP B.V.) მიერ სასამართლო გზით, სავალდებულო მიყიდვისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლითა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესების დაცვით.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V (Gardabani Holdings PP B.V.) განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ხაშურის მინის ტარის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. სს „ხაშურის მინის ტარის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V (Gardabani Holdings PP B.V.) ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „ხაშურის მინის ტარის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „ხაშურის მინის ტარის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციონერებს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V-ის (Gardabani Holdings PP B.V.) ან მის წარმომადგენელს – სოფიო კოკაიას (მის.: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. №18; მობ: 577951101), ხოლო აქციებზე საკუთრების უფლების გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა; ტელ.: 2225351.

 

 

სოფიო კოკაია

უფლებამოსილი წარმომადგენელი

გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V (Gardabani Holdings PP B.V.)