საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №250
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით;
ბ) სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 70 ერთეულით;
გ) სსიპ − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ერთდროულად გააფორმოს არაუმეტეს 41 შტატგარეშე მომუშავესთან.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ივლისის №1427 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის პირველი მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ მიღებულია 15.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №250. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023092.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“, №250, 15.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023092 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3581953/