ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.02.2017 ძალადაკარგული 28.02.2018
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.142.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 17 თებერვალი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის  შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/03/2016, 200140030.35.142.016133).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ნინოწმინდის საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:       

                                     CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც:

ა) CN – არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)   IMG  – არის ქ. ნინოწმინდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;

გ)    ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ნინოწმინდის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ტერიტორია

IMG

ITL

C

K

CN ( ლარი)

ქ. ნინოწმინდა

0,23

1,0

0,24

20

1,10


3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,33 ლარს.

4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის   დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,28 ლარს.

5.  ნინოწმინდის      მუნიციპალიტეტის       დასახლებათა       შორის     არეალებში     გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის    დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,55 ლარს.    


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2018.
როდის იქნა მიღებული „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“?
„ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“ მიღებულია 17.02.2017. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.142.016146.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი)“, №2, 17.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.142.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3583613/