„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33/ნ |
|
2017 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.10.2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების:
1. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მასპინძელი დაწესებულება – საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბაზაზეც ახალგაზრდა მეცნიერი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;“. 2. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროექტში შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი: მასპინძელი დაწესებულების ლაბორანტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:
2. მე-2 კრიტერიუმის პირველი პუნქტის (ახალგაზრდა მეცნიერის პუბლიკაციები) შეფასების შედეგად მიღებული ქულა მრავლდება კოეფიციენტ 2-ზე; მაგ., ექსპერტის მიერ 3 ქულის დაწერის შემთხვევაში, განმცხადებელს ეწერება 6 ქულა. 3. 1-3 კრიტერიუმების თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით (0-5). ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 55 ქულა. 4. შეფასების 1-3 კრიტერიუმების ქვეკრიტერიუმებში ქულების განაწილების განმარტებები:
5. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 33 ან მეტი ქულა. 6. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|