ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №160 |
|
2017 წლის 22 თებერვალი ქ. ქუთაისი |
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
|
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.
3. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;
ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;
გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ;
დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;
ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
7. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
9. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
10. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
12. თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
13. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
14. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3 .
16. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
17. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
18. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
19. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.
20. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
22. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).
2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები.
3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.
5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებელი მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.
6. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში, დაკარგეს საცხოვრებელი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.
7. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ:
ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;
ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;
გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
8. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას.
2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:
ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – 30 ქულა;
ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-ზე ნაკლები – 20 ქულა;
ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 10 ქულა;
ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 5 ქულა.
ბ) შშმ პირი:
ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 30 ქულა;
ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 20 ქულა;
ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა.
გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:
გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 10 ქულა;
გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – 5 ქულა.
დ) მარჩენალდაკარგული პირები – 20 ქულა.
ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 10 ქულა.
3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით.
4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში.
5. დროებითი საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით.
6. შეფასებისას თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის მქონე პირს/ოჯახს.
7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე.
8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად.
9. საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი.
2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს, 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს, 150 (ასორმოცდაათი) ლარით.
4. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.
5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები.
6. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.
უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის
ფორმა
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა ......
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: იურიდიული მისამართი: მობილური ტელეფონის ნომერი: |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბექა ყანჩელი
დანართი №1