საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.025.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 25 ივლისის №158 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №13
2017 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ"ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №153 განკარგულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მომსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2.
ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ კატეგორიებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის №80 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ".
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე