„სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2004 ბოლო ცვლილება 27.09.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 19/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №337

2004 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულება.

2. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიურო.

3. დამტკიცდეს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს (შემდგომში – ბიურო) სალიკვიდაციო კომისია თანდართული შემადგენლობით.

4. სალიკვიდაციო კომისიამ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს სალიკვიდაციო ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა) ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების, ასიგნებებისა და საშტატო ერთეულების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა;

ბ) „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებით ბიუროსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებაში გათვალისწინება.

6. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზ.ჟვანიამ.

მ. სააკაშვილი

 

 

სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს სალიკვიდაციო კომისია

მერაბ ანთაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ციცინო ბერძენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულტანტი

ლევან დოლიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის და იურიდიულ საკითხთა სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი

ნიკოლოზ ნათენაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

თეიმურაზ სანაძე – სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე.