„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-15
სარეგისტრაციო კოდი
410080000.35.101.016368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-15

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 08/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 410080000.35.101.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

1.  მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 10 დღის პერიოდით, ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები ცხოველის პოვნის გარემოებების, მისი პატრონისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) გამოქვეყნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, სხვა ცხოველთა შესახებ არსებულ პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები);“.

2.  მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.“

3.  მე-8 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე.“.

4.  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ცხოველების ევთანაზია

1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად.

2. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შექმნილი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:

ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);

ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;

გ) ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;

დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;

ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;

ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;

ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).

3. ევთანაზიის პროცედურების დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის პათანატომიური გამოკვლევა, დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება.

4. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:

ა) დახრჩობით;

ბ) გაგუდვით;

გ) მოწამვლით;

დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;

ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;

თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი