📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.114.016331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 598 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.07.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.12.2023 მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2017 წლის 27 თებერვალი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №29 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 04/06/2012; სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.114.016124). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. მუხლი 2🔗. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი 1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე. 2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის ოდენობა 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ახლად აშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს: ა) სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის – 1 ლარი; ბ) მრავალბინიანი სახლებისათვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი), სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის – 1 ლარი; გ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში სამრეწველო ობიექტებისათვის – 5 ლარი; დ) ხაზობრივი ნაგებობებისათვის: დ.ა) I, II , III კატეგორიის ნაგებობებისათვის – 0.30 ლარი; დ.ბ) IV კატეგორიის ნაგებობებისათვის – 0.50 ლარი; ე) ფასადის ცვლილებისათვის – 1 ლარი; ვ) ობიექტის დემონტაჟისათვის – 1 ლარი; ზ) მოცულობითი ნაგებობებისათვის – 1 ლარი. 2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები 1. მოსაკრებელი ჩაირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის შეტანით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე. 3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის  სამსახური. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს; ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს. მუხლი 7🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი 1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.