ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2017 წლის 28 თებერვალი ქ. ბაღდათი
|
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდებით;
5. სამსახურის ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამსართი) – ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.
სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
2. უკანონო,უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფამ მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე,კანონით დადგენილი წესით.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ანდა დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება.
5. ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზება.
6. გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, ოქმის შედგენა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენა და განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში.
10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
11. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებების შესრულება.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.