ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ ვარდმანიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის,გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 31.10.2022 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 14.05.2018 ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 25.02.2022 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 85% 03.08.2018 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 30.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2017 წლის 28 თებერვალი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის“ გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №63 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები: ა) ერთი ან ორი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის უფასოა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – თითოეულ სამარეზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი; ბ) ორზე მეტი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ორ სამარეზე ზევით თითოეულ დამატებულ სამარეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საერთო სასაფლაოებზე გამოყოფილ სამარეზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით: ა) მცირეწლოვანის დაკრძალვაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბ ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი; გ ) გადასვენებაზე - 100  (ასი) ლარი; დ) ქალაქთან ახლოს მდებარე ხელვაჩაურის საერთო სასაფლაოებზე (განთიადის, სალიბაურის, კაპანდიების, თხილნარის მეურნეობის, ჩელტისა და ახალსოფლის) დაკრძალვის მომსახურების საფასური – 100 (ასი) ლარი; ე) ხელვაჩაურის სხვა საერთო სასაფლაოებზე დაკრძალვის მომსახურების საფასური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 100 (ასი) ლარი. 3. გარდაცვლილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი პირი  გათავისუფლდეს საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის გადახდისაგან. 4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. 5. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიჯუმბერ ვარდმანიძე