📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 01.11.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 166 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2017 მიღება
01.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2017 წლის 28 თებერვალი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის  მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია – დანართი №2. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №29 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი