📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,257 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2017 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიებების დასახელება
1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის
2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურების თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.
4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის
5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ა.   ბ.   გ.   დ. მე-2 შვილის შეძენისათვის
6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება
ა.     ბ. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები
სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების საამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარჯები 347 600
7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის
ა.     ბ.   გ.     დ. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 8 500
სხვადასხვა მიზეზის გამო, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 10 000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2017 წლის 28 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1 და დანართი №2-ის  შესაბამისად (დანართი №1 და დანართი №2 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №5 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 01.02.2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 01.02.50050.35.124.016225). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი №1  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი პროგრამული კოდი 0602 ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზე სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 112 000 ლარი. 1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა; ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები, მიუხედავად სოციალური სტატუსისა. 2. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზე სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი  უზრუნველყოფისათვის. 2.1. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება: ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი; ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 ლარამდე; გ) თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 1000 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500  ლარამდე; დ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ან/და საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; 2.3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება: ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა; ბ) ტონზილო და ადენოექტომია; გ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შშმ პირები; დ) ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება. ე) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება; ვ) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება; ზ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები, გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო; თ) პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. 3. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზე სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის. 3.1. სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები: ა) ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური; ბ) თირკმლის უკმარისობა III - V სტადიის; გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი; დ) დიაბეტური განგრენა, დიაბეტური  თვალი; ე) პარკინსონის დაავადება; ვ) ეპილეფსია; ზ) ბრონქული ასთმა; თ) მიასთენია; ი) ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი); კ) ცერებრალური დამბლა; ლ) ფსორიაზი; 3.2.მედიკამენტებით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების თანხის განსაზღვრა მოხდება: ა) ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის – წელიწადში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო 50-70 ლარი – დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე; ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 3.3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან; ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 2🔗. დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი 1. პროგრამით ისარგებლებენ: მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) გარდაცვალების მოწმობა; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება.პროგრამული კოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი 1. პროგრამით ისარგებლებენ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები(მშობელი, მეუღლე ან შვილი) - ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის.პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 45 000 ლარი 1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები, უკიფურესად გაჭირვებული მოქალაქეები (47 ბენეფიციარი) ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა. 3.ბენეფიციარისთვის ერთჯერადი უფასო კვებით სარგებლობის უფლება განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. მუხლი 5🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 060205. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი. 1. პროგრამით ისარგებლებენ ახალშობილთა ოჯახები ერთჯერადი ფინანსური დახმარებით: ა) მე-2 შვილის შეძენისას 150 ლარი, ბ) მე-3 შვილის შეძენისას 350ლარი, გ) მე-4 და  შემდეგი  შვილის შეძენისას 400 ლარი; დ) ტყუპების შეძენისას თითოეულს 400 ლარი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები; გ) ქორწინების მოწმობა; დ) შვილების დაბადების მოწმობები; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება.პროგრამული კოდი 060206. წლიური დაფინანსება 377 600 ლარი. 1. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი. 1.1. პროგრამით ისარგებლებენ: მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი და მინიჭებული აქვთ ეკომიგრანტის სტატუსი, უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის შესახებ; დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად; ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან. 3. სტიქიით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადასტურება და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისათვის. წლიური დაფინანსება 347 600 ლარი. 5.1. პროგრამით ისარგებლებენ: მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი. 5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის შესახებ; 5.3. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 7🔗. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. პროგრამული კოდი 060207. წლიური დაფინანსება 37200 ლარი 1. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 17200 ლარი. 1.1. პროგრამით ისარგებლებენ: გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახები კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით 300 ლარის ფარგლებში. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ. გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3. დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5.  მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.წლიური დაფინანსება 8 500 ლარი. 5.1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვების დაბადების მოწმობები; გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 5.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 6. სხვადასხვა მიზეზის გამო, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი. 6.1. პროგრამით ისარგებლებს: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ (გარდა სტიქიით გამოწვეული მიზეზისა) დარჩენილი  პირი ან ოჯახი. 6.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა უსახლკაროდ დარჩენის მიზეზის შესახებ; დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად; ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან; 6.3.უსახლკარობის მიზეზის დადგენა და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ. 6.4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 7.მარტოხელა, მემკვიდრის გარეშე დარჩენილ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები. წლიური დაფინანსება 1 500 ლარი. 7.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) მარტოხელა(მემკვიდრის გარეშე დარჩენილი) გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან გამგებლის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი; ბ) სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად გაიცემა 300 ლარი. 7.2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობა; გ) გამგებლის წარმომადგენლის შუადმგომლობა; დ) გარდაცვალების მოწმობა; ე) პირადი ანგარიში ბანკიდან. 7.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა. პროგრამული კოდი 060208.წლიური დაფინანსება 5000 ლარი 1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მარჩენალდაკარგულები, თითოეული 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, თითოეული 100 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული ვეტერანები, თითოეული 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით; დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები თითოეული 100 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, გამგებლის წარმომადგენლის მიერ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. შშმ პირთა დახმარებისათვის. პროგრამული  კოდი 060209. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი 1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) შშმ პირები სამკურნალო ღონისძიებისათვის – 8000 ლარით; ბ) შშმ პირთა ცნობიერების ამაღლებისათვის, სხვადასხვა პროგრამებში ჩასართავად: მათ შორის კომპიუტერის კურსების შესწავლა, უცხო ენების შესწავლა, საიუველირო საქმიანობის შესწავლა – 12 000 ლარი. 2 .ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულებების საბანკო ანგარიშებზე. მუხლი 10🔗. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060210 1. პროგრამით ისარგებლებენ: ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები, თითოეული ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით. 2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა; დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060211 1. პროგრამით ისარგებლებენ: დღეგრძელი მოქალაქეები თითოეული ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 30 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060212 1. პროგრამით ისარგებლებენ: დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში 150 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13🔗. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება.წლიური დაფინანსება 5 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060213 1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები და რომელთაც მიმდინარე წელს უსრულდება 18 წელი; ბ) დაფინანსება განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვების დაბადების მოწმობები; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2017 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 661 800 ლარი. დანართი №2 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით 2017 წელში სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილება № ღონისძიებების დასახელება სულ გასაცემი თანხა გასაცემი თანხა ერთეულზე კაცთა რაოდენობა შენიშვნა 1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის 112 000 ----- ----- 2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურების თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში. 3 000 250 ----- 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის. 3 000 ----- ----- 4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის 45 000 ----- ----- 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 20 000 ა. ბ. გ. დ. მე-2 შვილის შეძენისათვის 150 ----- მე-3 შვილის შეძენისათვის 350 ----- მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის 400 ----- ტყუპების შეძენისას თითოეულ ბავშვზე 400 ----- 6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება 377 600 ----- ----- ა. ბ. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 30 000 სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების საამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარჯები 347 600 7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის 37 200 ----- ----- ა. ბ. გ. დ. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 17 200 ----- მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 8 500 50 სხვადასხვა მიზეზის გამო, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 10 000 ----- მარტოხელა, მემკვიდრის გარეშე დარჩენილ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 1 500 300 8. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა 5 000 100 9. შშმ პირთა დახმარება 20 000 ----- 10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება 2 000 150 11. დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება 2 000 250 12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება 30 000 150 13. ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება 5 000 50 ----- სულ. 661 800