ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№280
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №280

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 12 ივლისს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანებისა და მყარი ნარჩენების კონტეინერების მიღების მიზნით, მიეცეს თანხმობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღოს სესხი არაუმეტეს 877 124 (რვაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი