ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1525
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიეცეს უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, აიღოს სესხი კომერციული ბანკიდან არაუმეტეს 30 024,6 ათასი (ოცდაათი მილიონ ოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით მხოლოდ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
2. შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომერციული ბანკიდან ასაღები სესხის პირობები (მათ შორის, სესხის ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი) აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა, გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, კომერციული ბანკიდან თანხების მიღება განახორციელოს ეტაპობრივად (ტრანშებად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე განთავსებული თანხა იქნება სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები და თითოეული ტრანშის გამოთხოვა შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1525. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017628.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №1525, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017628 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496330/