საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის „მარტყოფის ქარის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №293
2017 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის „მარტყოფის ქარის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის „მარტყოფის ქარის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი