შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №303
2017 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ
1. დაევალოთ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ აუქციონის გზით გასხვისებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.
2. დაევალოს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, განახორციელოს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სარეალიზაციო ღირებულების შეფასებისთვის საჭირო აუდიტორული მომსახურების შესყიდვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი